მოლდოვას პრეზიდენტი - ევროპა რუსეთის გარეშე ძლიერი ვერ იქნება

ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება უფრო ძლიერი, თუკი რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებს დაამყარებს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, მოსკოვმა და ბრიუსელმა, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციების ომში გადაეშვნენ, ეკონომიკური ურთიერთობა გააძლიერონ.

„ვფიქრობ, რუსეთი ევროკავშირსა და ევროპას გაძლიერებაში დაეხმარება. მოდით, ვიყოთ გულწრფელები: ძლიერი ევროპა რუსეთის გარეშე ვერ იქნება. მჯერა დიდი ევროპის, ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ევროპა უფრო ძლიერი გახდეს და მომავალ გამოწვევებს გაუმკლავდეს,“- აღნიშნა იგორ დოდონმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ ქვეყნებისა, რომლებიც ეკნომიკურ სანქციებთან დაკავშირებით კომპრომისების წინააღმდეგები არიან, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები აუცილებლად გაძლიერდება.

„ვფიქრობ, დიალოგი აუცილებლად იქნება და ორი გლობალური მოთამაშის ურთიერთობებში არსებული გაურკვევლობის პერიოდი გადაილახება. მჯერა, საერთო ინტერესები ევროპასა და რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური თვალსაზრისით გააერთიანებს,“- აღნიშნა მოლდოვას პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო