რელიგიის სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს.

„15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა) - სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ მიიცვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნად მოსულ მაცხოვარს არ იხილავდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს მირქმის დღესასწაულს და წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა