პატრულ-ინსპექტორებმა რუსთავის N15 საჯარო სკოლის პირველკლასელებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები ქალაქ რუსთავის N15 საჯარო სკოლას ეწვივნენ და პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და სკოლასთან მდებარე "ზებრა"-გადასასვლელზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა