ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის გარეუბანში მოხდა. ხანძრის გაჩენის დროს არალიცენზირებულ ბავშვთა სახლში 60-მდე ბავშვი იმყოფებოდა, მათმა უმეტესობამ შენობის დატოვება დროულად მოახერხა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვთა სახლში ელექტროენერგია გათიშული იყო, რის გამოც ისინი სანთლებს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ჰაიტიზე სულ 754 ბავშვთა სახლია, რომელთაგან ლიცენზია მხოლოდ 35-ს აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა