სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს

ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას.

მისი თქმით, 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებამ, დაკრედიტების ტემპის ზრდამ, მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებამ, რომელიც მიმართულ იქნა კაპიტალური ხარჯების გასაზრდელად.

„უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4.6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი ეს იყო ტურიზმის სექტორის მდგრადობა. საქართველომ შეძლო ამ დარგის კიდევ უფრო დივერსიფიცირება. მთავრობამ მოახერხა მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა, რამაც რეკორდულ ნიშნულს - მშპ-ს 8 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნა დაწია კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა. ყველაფერმა ამან განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს. პარლამენტში შედის გადახდისუუნარობის კანონპროექტი, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქეყანაში ბიზნესგარემოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ პენსიების ინდექსაციაზე, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და მნიშვნელოვანია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გახანგრძლივებულია ერთი წლით. პროგრამას აქვს თავისი მიზნები. ვიმედოვნებთ, საქართველო შეასრულებს ამ მიზნებს და მიაღწევს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მოახდენს ინფლაციის შემცირებასა და შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სეილმ ჩაკერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო