გიორგი ვაშაძე - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ვისაც დარღვეული აქვს, მას არ აქვს უფლება საქართველოში შემოვიდეს

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ პირველ რიგში საქართველომ უნდა დაიცვას, თორემ, ჩვენ თუ დავარღვიეთ, ხომ იტყვიან, რომ ეს არის ბანანის სახელმწიფო და რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, არაფერს ძალა არ აქვსო, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თუ სად უნდა ჩატარდეს ევროსაბჭოს მინისტერიალი, საქართველოში თუ სტრასბურგში.

მისი თქმით, ვისაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, მას საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი. თუ ჩვენ ჩვენი კანონი არ დავიცავით, ჩვენ არავინ არ გვცემს პატივს. სახელმწიფოს რისთვის აქვს კანონი? „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა დაიცვას პირველი საქართველომ, თორემ ჩვენ თუ დავარღვიეთ, ხომ იტყვიან, რომ ეს არის ბანანის სახელმწიფო და რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, არაფერს ძალა არ აქვსო. ისედაც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ის მომენტია, როცა მაქსიმალური მობილიზაცია გვჭირდება იმისთვის, რათა არ დავარღვევინოთ კანონი. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ვისაც დარღვეული არ აქვს, კი ბატონო, მაგრამ ვისაც დარღვეული აქვს, მას არ აქვს უფლება საქართველოში შემოვიდეს”,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა