პაატა დავითაიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული წერილების გამოგზავნა მაშინ შეწყდება, თუ ხელისუფლება დემოკრატიის პრინციპებს გააძლიერებს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის პაატა დავითაიას განცხადებით, საქართველოს მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული წერილების გამოგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპებს გააძლიერებს.

„ხელისუფლების გამოსავალი არის ერთი თუ მათ უნდათ, რომ წერილები შეწყდეს, თუ მათ უნდათ, რომ ეს კრიტიკული სტატიები არ იყოს, უნდა გადადგან ძალიან მარტივი ნაბიჯი. ეს არის დემოკრატიის პროცესის გაძლიერება ქვეყანაში. ეს არის სასამართლო სისტემის დემოკრატიზაცია, ეს არის საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო სისტემის განხილვა, ეს არის კონსენსუსის მიღწევა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება წერილებისა და კრიტიკული სტატიების შეწყვეტა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ინფორმაციას საელჩოებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებენ და იმის თქმა, რომ ისინი კრიტიკულ წერილებს ვიღაცის რეკომენდაციით აქვეყნებენ, შეურაცხყოფაა.

„ხელისუფლებას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაცის კომენტარებზე ან რეკომენდაციებზე არ იწერება წერილები და სტატიები. ეს არის შეურაცხყოფა მათთვის, ვინც ამას აკეთებს, ვგულისხმობ წერილების ავტორებს. ამიტომ არის, რომ სიტუაცია უფრო დამძიმდა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს