გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - რა სისულელეა საერთოდ!

რა სისულელეა საერთოდ! - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „მძიმე რეპუტაციის მქონე სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიონ“.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ღიადაც და დახურულ კარს მიღმაც უმრავლესობის წევრებს ეუბნებიან, რომ მათი ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესებთან შეუთავსებელია.

„რა სისულელეა საერთოდ! მე მგონი ეს ვითარება ყველაზე კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი? გზავნილი აქვთ მარტივი, იგივე, რაც საჯაროა, რამე საიდუმლო გზავნილი კი არ არსებობს, რომ საქართველოს დემოკრატიით, სუვერენიტეტით, უსაფრთხოებით არიან დაინტერესებულები და საზოგადოების დამცირება, მოტყუება, გადადგება, ოლიგარქის დაკვეთით ოპოზიციის დევნა და დაჭერა იმიტომ, რომ გაწუხებს, არის მიუღებელი, შეუთავსებელი ამ ამოცანებთან, ანუ ქართველი ხალხის ინტერესებთან და საქართველოს მეგობრების ინტერესებთან, ამას ეუბნებიან საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც, შეიძლება უფრო მწვავე ტონით, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გაიგეს და მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ „კლოუნებს“ არაფერი არ ესმით. ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანი, ბრიყვული, აქვს ილუზია, რომ ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს. ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს, აქაც დამარცხდება ნებისმიერ სცენარში და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი.

კობახიძე და ივანიშვილის ყველა მასხარა ემსახურება ერთ მიზანს - ივანიშვილის განწყობას დაემთხვნენ კი არა, მისი ნათქვამი ან არ ნათქვამი მითითება შეასრულონ და თავი დაიმშვიდონ, მოიტყუონ“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა