რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს უფლის მიგებების დღესასწაულს ულოცავს.
სააგენტო თემს მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს.
„ბაპტისტური თემი დღეს მირქმის დღესასწაულობს. ახალშობილი იესო, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ მაცხოვრის უხილავად არ მოკვდებოდა.
მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს უფლის მიგებების დღესასწაულს, მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.