დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხევდრა გამართა ესპანეთის სამეფოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან არანჩა გონზალეს ლაიასთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა კოლეგას მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

„შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა სურვილი მიმართოს ძალისხმევა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის უფრო გააქტიურებისაკენ, მათ შორის ეკონომიკური განზომილების გაძლიერების თვალსაზრისით. თავის მხრივ დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ესპანეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობას და მადლობა გადაუხადა ესპანეთს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს დღის წესრიგი, როგორც ევროპული ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკაში.

ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის ხაზი გაესვა უკვე არსებული ბრწყინვალე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს