თბილისში ახალგაზრდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე 36 წლის მამაკაცი დააკავეს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირზე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო