გიორგი ვაშაძე იაშვილის ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს სტუმრობდა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იაშვილის ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ეწვია, სადაც მკურნალობის ქვეშ მყოფი ბავშვები მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, გიორგი ვაშაძემ ცენტრში სტუმრობისას სისხლის ბანკში სისხლიც ჩააბარა.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით კიბოსთან და სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის ნომერ პირველი ამოცანა.

„დღეს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის საერთაშორისო დღეა, ჩავაბარეთ სისხლი, მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან. მთავარი არის, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის კომპლექსური სტრატეგია. ჩვენ დავაფუძნეთ ონკოლოგიის მართვის ცენტრი და წარვაგდენთ კომპლექსური სტრატეგიის პირველად დოკუმენტს, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არსებობს, რომელშიც ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი ექიმები და გამოვიტანთ საზოგადოებრივ განხილვაზე იმიტომ, რომ კიბოსთან და სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა - ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა ჯანდაცვის სისტემის, იმდენად მძიმე დაავადებაა და დიდ საფრთხეს გვიქმნის ჩვენ. ევროპასთან მიმართებაში დაგვიანებული გამოვლენა არის 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო ცუდ პოზიციებზე, შესაბამისად, ამას სასწრაფოდ მიხედვა სჭირდება. კომპლექსური მიდგომა, რომ ადამიანები სანამ დაავადდებიან, მანამდე მოვახდინოთ პრევენცია. ადრეულ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანურ სიცოცხლეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს