დიდ ბრიტანეთში შტორმს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი შტორმია.“ევრონიუსი“ იტყობინება, რომ სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ ინგლისის ქალაქ მარგეითთან ზღვაში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეორე ცხედარი კი ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰერნის ყურესთან ზღვიდან ამოიყვანეს.

შტორმი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს შაბათს დაატყდა თავს. შტორმს, სახელად „დენისი“, თან ახლავს 150 კმ/სთ სიჩქარის ქარი და 30 მეტრიანი ტალღები. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შტორმის გამო, გაუქმდა ასობით ავიარეისი. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან ჯარისკაცები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს