ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის კვირაში ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომელიც სხვადახვა აქტუალურ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს.

„ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა არის პროცესი, რომელიც ზრდის მოსწავლეების ცოდნასა და ცნობიერებას გარემოსა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ავითარებს ამ გამოწვევების საპასუხო აუცილებელ უნარებს, აძლიერებს გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობას და აყალიბებს სწორ დამოკიდებულებებს.

სასწავლო პროცესს წარმართავენ დარგის ექსპერტები და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციიდან მოწვეული საინტერესო სტუმრები. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს. შეხვედრები ჩატარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.eiec.gov.ge. “,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო