ნეპალმა უხანიდან 175 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა

ნეპალმა კორონავირუსის ეპიცენტრ ჩინეთის ქალაქ უხანიდან 175 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაცია სახელმწიფოს კუთვნილი „ნეპალის ავიახაზების“ თვითმფრინავით მოხდა. ევაკუირებულების უმეტესობა სტუდენტია. ყველა მათგანს ორკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა.

„ისინი ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იქნებიან და ოჯახებს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მაჰენდრა შრესტამ.

გასულ კვირაში ნეპალში, მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას უხანში მყოფი სტუდენტების სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვეს. ამ დროისთვის ნეპალში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა