თინა ბოკუჩავა  - შეუძლებელია, ოპოზიცია ირაკლი შოთაძის დანიშვნას პროტესტის გარეშე შეხვდეს - არ გამოვრიცხავთ, რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტშიც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას გააპროტესტებს. ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

„პარლამენტის შენობის გარეთ პროტესტი აუცილებლად იქნება. ეს პროტესტი საერთო ოპოზიციურ ფორმატშია შეთანხმებული. ბუნებრივია, შეუძლებელია პროტესტის გარეშე შეხვდეს ოპოზიცია შოთაძის დანიშვნას, რომელიც ივანიშვილმა თავის დროზე საზოგადოებრივი წნეხისა და სკანდალის ფონზე გაუშვა. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმი არ დაირღვევა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის მიზნით, პარლამენტის შენობის შიგნითაც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც იურიდიულ კომიტეტზე ხდება, თუ სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე.

როგორც წარსულში, ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. საინტერესოა, ამჯერად რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სახე და საზოგადოების ნდობა. ასევე შოთაძეს, რეციკლირებულ პროკურორს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვს. საინტერესოა, მას რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ. ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად პარლამენტის ყველა შესასვლელთან ვიყოთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოში მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე აირჩიეს. საბჭოს მიერ არჩეული შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა