მედიის ინფორმაციით, ბაქოში პოლიციამ არასანქცირებული საპროტესტო აქცია აღკვეთა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, ადამიანთა ჯგუფის მიერ დაგეგმილი არასანქცირებული შეკრება პოლიციამ აღკვეთა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

მათი ცნობით, სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა და დაშავებულები არ არიან.

სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ არასანქცირებული ღონისძიებების ჩატარებას.

პოლიციის ინფორმაციით, დღევანდელი აქციის დროს დაკავებულები არ არიან; მონაწილეები მხოლოდ ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა