პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

„2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, - წერია კომიტეტის დღის წესრიგში.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს