დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრები მიესალმნენ პოლონეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას და მაღალი დონის ინტენსიურ კომუნიკაციას საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და ამ მხრივ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ასევე პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატებს და გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ამ ფორმატების გაღრმავებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებებზე.

„გამოითქვა შეშფოთება ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო და ხაზი გაესვა ამ კონტექსტში როგორც პოლონეთის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას. აღინიშნა, რომ პოლონეთი ასევე აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პრიორიტეტებზე ევროპის საბჭოში და თავმჯდომარეობის ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერაზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა