თეონა ჭალიძე დიმიტრი ხუნდაძეს - აქამდეც უნდა დაგეჯერებინათ ჩვენთვის

“ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საარსებო შემწეობა გადამოწმების პერიოდში აღარ შეუჩერდეთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური უკვე სამი წელია ითხოვს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საარსებო შემწეობა გადამოწმების პერიოდში აღარ შეუჩერდეთ.

თეონა ჭელიძე აცხადებს, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, ინიციატივა მმართველი ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ არ შეფასებულა.

„ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მადლობას უხდის მედიის ყველა წარმომადგენელს, საკითხის სწორად გაშუქებისთვის.

,,ახალი საქართველოს სოციალური სამსახური თითქმის სამი წელია ადვოკატირებას უწევდა აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ წერილობით ჯანდაცვის მინისტრებს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. ასევე საკითხის შესასწავლად მივმართეთ სახალხო დამცველსაც, რადგან მიგვაჩნია რომ ირღვეოდა ათასობით ადამიანის უფლება, მაშინ როცა მათ ტოვებდა სახელმწიფო ულუკმაპუროდ სამი თვის განმავლობაში.

მედიის საშუალებით მუდმივად ვახსენებდით ხელისუფლებას ამ საკითხს და ყველა ეთერს ვიყენებდით იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების მძიმე მდგომარეობა საარსებო შემწეობის შეჩერებით კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ხელისუფლებას. მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს და მედიას რომლებიც მუდმივად აშუქებდნენ ამ საკითხს. კარგი იქნებოდა უფრო ადრე დაეჯერებინა ხელისუფლებას ჩვენთვის და მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მიმართ“,-აცხადებს „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა