იაპონიაში, საკრუიზო გემზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ორმა თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess​-იდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებას ახორციელებს, იაპონია უკვე დატოვა.

იაპონიის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თვითმფრინავებმა ტოკიოს ჰანედას აეროპორტი ორშაბათს დილით დატოვეს.

Diamond Princess-ის ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობის კურსს იაპონიის საავადმყოფოებში გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კორონავირუსის გამო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება. გუშინ იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის დიაგნოზი ლაინერზე მყოფ კიდვ 70 ადამიანს დაუსვეს და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: იაპონიაში, საკრუიზო გემზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა