საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ოფიციალურ წარმომადგენლობის (WAPP) გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ IDC-ს განვითარების საერთაშორისო ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელმა ე.დოკუნოვამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნ.მიცკევიჩმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოზიტიური ფსიქოთერაპიის სერთიფიცირებულმა სპეციალისტებმა და სტუდენტებმა.

„პოზიტიური ფსიქოთერაპია არის თანამედროვე სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP.www.worldpsyche.org) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP.www.europsyche.org) მიერ. აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს გერმანული მედიცინის მთავარი („რიჩარდ–მარტინ–პრაისის“) პრიზი, როგორც ყველაზე საიმედო და ხარისხიან მეთოდს, რომლის შემქმნელი ნ. პეზეშკიანი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი IDC დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული კონსულტირების შესწავლას. პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, მსმენელი ხდება ფსიქოკონსულტანტი, რაც დასტურდება შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით (WAPP). საბაზისო კურსის გავლის შემდგომ, შესაძლებელია ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) მიერ აღიარებული სტანდარტის შესაბამისი პროგრამის გავლა, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ფსიქოთერაპევტის საერთაშორისო დიპლომი.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლალი ბადრიძემ ღონისძიებაზე დამსწრეთ გააცნო IDC-ის მუშაობის შედეგები და აღნიშნა, რომ საზოგადოების მზარდი ინტერესის გამო ა/წ მაისში მოხდება ახალი, ამჯერად უკვე მე-6 ნაკადის მიღება. ბადრიძის თქმით, ცენტრის კარი ღიაა ყველა მსურველისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს