პარლამენტის შესასვლელთან შეხლა-შემოხლა იყო

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება იყო.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. „ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, - მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა