ლევან კობერიძე  - ირაკლი შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი, მისი მთავარი ფუნქცია იქნება გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე

ირაკლი შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი, მისი მთავარი ფუნქცია და მიზანი იქნება გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მისი ფრაქცია დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრება, სადაც ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

„ჩვენ გვექნება მწვავე კითხვები შოთაძესთან. მიგვაჩნია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა და არა ტექნიკური უნივერსიტეტის საბჭოსი. კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არის მისი ფავორიტი კანდიდატი", - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, შოთაძესთან მათ როგორც პოლიტიკური, ასევე წმინდა სამართლებრივი კითხვები ექნებათ.

„ჩემი აზრით, შოთაძე იქნება საარჩევნო პროკურორი და მისი მთავარი ფუნქცია და მიზანი იქნება გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე, ოპოზიციის ლიდერებზე და ყველა იმ აქტიურ ადამიანზე, რომელიც მმართველი გუნდის აზრით შეიძლება იყოს მათთვის საარჩევნო პროცესში ხელის შემშლელი. მაქვს კითხვა, იცის თუ არა მან იმ კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს ორჯერ ერთი და იგივე ადამიანის პროკურორად არჩევას და მიაჩნია თუ არა მისი მობრუნება ამ კანონის სულისკვეთებას დანგრევა? მეორე კითხვან რომელიც მექნება ისაა, რომ თავის ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ როცა ის გადადგა მთავარი პროკურორობიდან, მუშობა დაიწყო „სილქ როუდ ჯგუფში". როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, „სილქ როუდ ჯგუფის" ერთ -ერთ საქმეს იძიებდა და ხომ არ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს?!"- განაცხადა კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს