ვახტანგ ძაბირაძე - გიორგი მარგველაშვილს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას, მაგრამ რომელიმე ჯგუფის გამაძლიერებელი  იქნება

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი რომელიმე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, პარტიას გააძლიერებს.

„საკითხავი ისაა, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და ქმნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუ აპირებს ითანამშრომლოს უკვე არსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. პირველ შემთხვევაში, თუ ის აპირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნას, ვთვლი, რომ საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი, ფინანსურზე რომ არაფერი ვთქვათ, მას უბრალოდ არ გააჩნია იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას, თუნდაც ისეთი, რომლისთვისაც 3%-იანი ბარიერის დაძლევა პრობლემა არ იქნება. თუ ამის გარანტია აქვს, მაშინ პრობლემა არაა, თუმცა, თუ ამის გარანტია არ აქვს და ქმნის, ეს იქნება გარკვეულწილად დაკარგული ხმები. ჩემი აზრით, მას პოტენციალი, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას, ასეთი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, მაგრამ ის არის საკმაოდ ცნობადი სახე და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამაძლიერებელი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ვიხილოთ გიორგი მარგველაშვილი, ძაბირაძემ განაცხადა, რომ მისი შეხედულებები ყველაზე უფრო ახლოს „ლელოსთან“ დგას.

„მასთან ყველაზე ახლოს მდგომი მგონია „ლელო“. არ ვიცი, ურთიერთობები აქვთ თუ არა, სთავაზობენ თუ არ სთავაზობენ, მაგრამ მგონია, რომ „ლელო“ მისთვის ყველაზე ახლოს მდგომი ორგანიზაციაა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მისი შეხედულებები, რაც მე მომისმენია, ის არის მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე შეხედულებების, ამასთანავე „ლელო“ ახლა ყალიბდება და მასაც სჭრდება ასეთი გამოცდილი და დადებითი რეიტინგის მქონდე პოლიტიკოსები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ იქნება ცუდი ნაბიჯი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო