22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
მოსამართლე ივანე ღლონტმა ნიკა პეტრიაშვილი, ბექა პეტრიაშვილი, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თორნიკე ჯავახიშვილი სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რაც შეეხება 166-ე მუხლს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სასამართლომ ხუთივე პირი უდანაშაულოდ ცნო.