პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება კვლავ დაიძაბა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, შეხლა-შემოხლაა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე სიმბოლურად კიდევ რამდენიმე ბოტასი ჩამოკიდეს და ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.

მათივე განმარტებით, ხმაურის ამგვარი ფორმით ისინი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას და იურიდიულ კომიტეტზე მის მოსმენას აპროტესტებდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო