გია გაჩეჩილაძე - რაც ახლა აქ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მჩხავანა ადამიანების მხრიდან, ეს არის ამაზრზენი და გულისამრევი

რაც ახლა აქ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მჩხავანა ადამიანების მხრიდან, ეს არის ამაზრზენი, გულისამრევი, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაურის გამო ვერ დაიწყო.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, წესით, ის სხდომაზე იური ვაზაგაშვილის ფოტოთი უნდა მისულიყო, „რათა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოკლული და გაუპატიურებული ადამიანების შესახებ“.

„რაც ახლა აქ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან, ეს არის ამაზრზენი, გულისამრევი. ჩვენ რა ვქნათ ახლა აქ, მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ გავახსენოთ საზოგადოებას მათაც რა აქვთ ჩადენილი? მე ახლა წესით, ჩემი მეგობრის, იურა ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკადრის პასუხს საზოგადოება გასცემს.

„ემოციის გარეშე ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ მივადევნებთ თვალს საზოგადოების მხარდაჭერის არმქონე ჯგუფების მხრიდან, თუმცა, ჩვენ ვართ პარლამენტში და მათ ისე არ უნდა ვუპასუხიოთ, როგორც ისინი პასუხობდნენ ხალხს წლების განმავლობაში. ამიტომ საზოგადოება გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს არჩევნებზე. გადავიდეთ საქმიან რეჟიმზე, თუმცა, ყოველთვის გვაქვს მათთვის ძალიან ბევრი საპასუხო და გავცემთ საკადრის პასუხს. პატივი ვცეთ ერთმანეთს და კანდიდატს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავაბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ამის შემდეგ კი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დატოვეს და გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო