მამუკა მდინარაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე - მე მრცხვენოდა სხვის ნაცვლად და სხვები იყვნენ ეს ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა

მე მრცხვენოდა სხვის მაგივრად , - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადენლების ქმედების ამსახველ კადრებს შეიძლება დაეწეროს სიტყვა "უკომენტაროდ".

„ხომ გქონიათ ყველას მომენტი როცა გრცხვენიათ სხვისი მოქმედების?! ეს მომენტი მქონდა მე მაგალითად. სახის დაკარგვის კონკრეტული მაგალითები ბევრი ვნახეთ, მაგრამ ეს ერთ- ერთი განსაკუთრებული იყო. მე მრცხვენოდა სხვის ნაცვლად და სხვები იყვნენ ეს ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. „უკომენტაროდ” შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც, ვინც სხდომას ესწრება, უამრავ კითხვას დასვამს.

"მე პირადად მაქვს შეკითხვა გაძლიერდება თუ არა ის დეპარტამენტი, რომელიც იძიებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს. მე მგონია საკმარისი არაა გენერალურ პროკურატურაში, მაგალითად, გამომძიებლების ის რაოდენობა, რომლებიც იძიებენ საქმეებს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავაბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა