მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილის განცხადებიდან ყველაზე ნიშანდობლივი ერთი ფრაზა იყო, როცა ის დაინტერესდა სააკაშვილის ხედვით დემოკრატიასთან დაკავშირებით

გიორგი მარგველაშვილის განცხადებიდან ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ერთი ფრაზა იყო, როცა ის დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილის ხედვით დემოკრატიასთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც მარგველაშვილი აცხადებს, რომ მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის წითელი ხაზები სწორედ აქ იკვეთება.

„საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქემ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა დემოკრატიასთან დაკავშირებით იცის, ეს ჩაბარდა წარსულს და წარსულში დაბრუნება არავის უნდა.

მე მგონია, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც დაანონსებს პოლიტიკაში დაბრუნებას ანუ გააქტიურდება, ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, ემიჯნებიან თუ არა ისინი „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნება წყალგამყოფიც, წითელი ხაზიც, ინდიკატორიც და შესაფასებელი ყველაზე კარგი საშუალება იმის, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე აპირებენ ეს ადამიანები გააქტიურებას და ამის შემდეგ საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო