ზაზა გაბუნია - მივესალმები გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შექმნას გამოეხმაურა.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მსჯელობა, რომელმაც დღეს პირველი შეხვედრა იმ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართა, რომლებიც რუსთავში ჰაერის მდგომარეობას აპროტესტებენ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შედგა.

„მივესალმები გარემოს დაცვის მინისტრისა და სამინისტროს გადაწყვეტილებას რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენი კომიტეტის ფარგლებში მუნიციპალურ პრობლემატიკაზე მომუშავე ინტერუწყებრივი ჯგუფის მუშაობამ, რომელმაც პირველი სამუშაო შეხვედრა რუსთავის საკითხებს დაუთმო გარკვეული შედეგი გამოიღო, დარწმუნებული ვარ, რომ გარემოს სამინისტროსა და მინისტრის ძალისხმევას ექნება კარგი შედეგები“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო