დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაცმოძრაობას“ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა აქვს ზრდილობასთან და ზნეობასთან მიმართებაში

პარლამენტის უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ზრდილობასთან და ზნეობასთან მიმართებაში. ამ განცხადებით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენის დაწყებისას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, დღეს სრულიად საქართველომ იდევ ერთხელ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.

„არ შემიძლია პოზიცია არ დავაფიქსირო დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ნულოვან ზღვარზე რომაა „ნაციონალური მოძრაობა“ დასული ჩანს და დღევანდელი დღე ამის დასტურია. როდესაც ისინი პოლიტიკაში იყვნენ, ჰქონდათ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანაშაულთან მიმართებაში, ეს რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. ამ საფარქვეშ მათ მთელი საქართველო საპყრობილედ აქციეს. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ და ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გამოუტანა საკადრისი განაჩენი, ამიტომ მათ აქვთ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა ელემენტარულ ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში. რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ,“-აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავაბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო