ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად, სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ლანჩხუთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა ფირცხალაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა ნარდში - აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვლადიმერ კვიტაშვილი, ხოლო შაშში - ენვერ ორმოცაძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, პაატა ურუშაძე და ადგილობრივი ვეტერანები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის