გია გაჩეჩილაძე საპარლამენტო ოპოზიციაზე - ესენი ნორმალურები არიან საერთოდ?

ესენი ნორმალურები არიან საერთოდ? - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის პერფორმანსს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური დაჯგუფებაა.

„ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც თავის მთელ მოღვაწეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებზე აგებს. ეს არის უზრდელობის, უტიფრობის, წამების, ათასი უბედურების შემქმნელი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი არ არის არც საარჩევნო სისტემა, არც არჩევნებში მონაწილეობა, ძირითადი მიზანი არის ქვეყნის დესტაბილიზაცია და როგორმე საქართველოში შეწყდეს ის ძირითადი მსხვილი გეოპოლიტიკური დასავლური პროექტები, რომელიც დიდი ხანია ხორციელდება და ბევრი კიდევ გასაკეთებელია.

რა უნდა ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, მე დღევანდელი ფაქტი არ მომყავს, ეს არანორმალურია, მაგრამ ის, რომ ადამიანები პარლამენტში შემოვლენ, საწამლავს დაასხამენ და მოწამლავენ თანამშრომლებს, რა უნდა დავარქვათ აბა ამას სხვა? ესენი ნორმალურები არიან საერთოდ და ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა საერთოდ?“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავაბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ამის შემდეგ კი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო