ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი შოთაძეს - შინაგანად უხერხულ მდგომარეობაში არ იქნებით, რომ თქვენი შეცდომის გამო ხართ წასული და ახლა ბრუნდებით?

შინაგანად არ იქნებით უხერხულ მდგომარეობაში, რომ თქვენი შეცდომის გამო ხართ წასული და ახლა ბრუნდებით? - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მიმართა.

მისი თქმით, გენერალური პროკურორი ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი და „სახელმწიფოს მახვილი“ უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ჩემს გამოსვლაში სინაზის კომპონენტი არ იქნება, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვირჩევთ გენერალურ პროკურორს და აქ არ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანას, რასაც თქვენ გვთავაზობთ დღეს, ეს არის თამაში დემოკრატიობანასი. ჩვენ გვჭირდება პასუხები. ადამიანი უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი და გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა, უნდა იყოს სახელმწიფოს მახვილი და არა ინტერეს ჯგუფის პროკურორი. რამოდენიმე ფაქტი, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა ახსენეს, განაპირობებს ამას, რომ მე ვიფიქრო, რომ ეს არის ინტერეს ჯგუფის გენერალური პროკურორი და არა საქართველოს გენერალური პროკურორი“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ზურაბ ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა.

„რა მანტიაა, როგორ იფუთება ეს კანდიდატი, რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის რეჟიმში ხართ გმირი? დიდი ბოდიში, შემთხვევით 2001 წლის ოქტომბერს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეზეიმა გამარჯვება, იმ მანქანაში ხომ არ იმყოფებოდით, ვისაც გამარჯვების კოლონაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უნდა მიეღო მონაწილეობა. ბატონო ირაკლი, ამ ხალხს, რომ ამბობდით, აქ რომ შემოვიდაო, ჩვენ ყველა ვზრახავთ ამ ადამიანების 9 წლიან სისხლიან რეჟიმს, მაგრამ 6 წელი ვის ემსახურებოდით, ვის პროკურატურაში მუშაობდით? შემთხვევით ადეიშვილის პროკურატურაში ხომ არა? ხომ მუშაობდით და ამ ხალხზე რომ საუბრობთ, ის ხალხი არ იყო თქვენთვის დავალებების მომცემი?არ აღადგენთ არაფრის სამართლიანობას იმიტომ, რომ სამართლიანობა რომ აღადგინოთ, რაღაცნაირად უნდა გტკიოდეთ ეს ყველაფერი და ირაკლი, თქვენ მონაწილეობა გაქვთ ამ სისტემაში, როგორ განიმსჭვალები ემპათიით.

თქვენ შინაგანად არ გაქვთ უხერხულობის გრძნობა, რომ ერთხელ არ გამოგივიდათ და არ უნდა დათანხმებულიყავით ამ შემოთავაზებას? რა კონკურენცია გაიარეთ, 3 თვის წინ წინასწარ ვიცოდით, რომ თქვენ უნდა გამხდარიყავით გენერალური პროკურორი. ეს რიტორიკაში ჩანდა. შინაგანად არ იქნებით უხერხულ მდგომარეობაში, რომ თქვენი შეცდომის გამო ხართ წასული და ახლა ბრუნდებით და რა სიახლე მოგაქვთ, რას სთავაზობთ საზოგადოებას, მართლმსაჯულებას?“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო