მაია ზავრაშვილი - წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წიაღის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.

„მისასალმებელია, რომ პროგრამის დაანონსებიდან ასევე მაღალი აქტივობა ფიქსირდება საიტზე, რომლის ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 600%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია და ბიზნესი დაინტერესებულია წიაღისეულის სექტორში ინვესტირებით“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

სააგენტოს ინფორმაცით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროექტი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო