ნიკა გვარამია - დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო, ვიდრე წარმოსადგენია, მათმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს

დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო ვიდრე ეს წარმოსადგენია. მათ მიერ მოყვანილმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

გვარამიას განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებები პროკურატურის პოზიციას ანგრევს.

"მე მგონი, ბრალდების მოწმეების ეს ჩვენება მხოლოდ ფორმალურად იყო, ორივე მოწმის ჩვენება რეალურად ანგრევს ბრალდების პოზიციას „პორშეს“ ეპიზოდთან დაკავშირებით და კონტრაქტის ეპიზოდთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ცხადია ორივე ჩვენებიდან, განსაკუთრებით, ქალბატონი ვასაძის ჩვენებიდან, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, დარღვევას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან. დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო ვიდრე ეს წარმოსადგენია. მათ მიერ მოყვანილმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმეებით დაიწყეს, თვლიდნენ, რომ ეს არის მათი დამრტყმელი მოწმეები და თქვენ თვითონ ნახეთ, ამ მოწმეებმა რა ისაუბრეს. ეს არის სრულიად გაბათილება და დანგრევა ბრალდების პოზიციის", -განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ადგილი ჩვეულებრივ ბიზნეს ტრანზაქციებს ჰქონდა, რაც დანაშაული არ არის.

„ამ ადამიანებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა. საბოლოო ჯამში ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ბიზნეს ტრანზაქციებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში დანაშაული არ არის და რომელიც მომგებიანი იყო „რუსთავი2“-სთვის და ბევრად მეტ შემოსავალს იღებდა, ვიდრე მისი კონკურენტები. ასე რომ, მოწმეების მიერ დღეს სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე პირმა ცალსახად გამორიცხა პროკურატურის ვერსია ნიკა გვარამიას მხრიდან დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა