ირაკლი შოთაძე ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრაზე - გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, მით უფრო, თუ ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება.

„რამდენიმე კითხვა იყო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შედგა. ამ შეხვედრაზე საპროკურორო საბჭოს ფარგლებში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე. ჩემი პასუხები საკმაოდ ვრცლად, თითქმის ყველა მასმედიის საშუალებით გავრცელდა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც კითხვები აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შეუძლია ეს კიდევ ერთხელ მოისმინოს.

ერთადერთი კუთხით განვმეორდები, რომ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, ბრალდებასთან, ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ, პარლამენტარები ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არასამსახურეობრივ საქმიანობის გარეთ, პირადი შეხვედრები განახორციელოს და ასე შემდეგ, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, ეს არის ჩემი პასუხი“,-განმარტა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

მოგვიანებით აღნიშნული თავად შოთაძემაც დაადასტურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს