ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი შოთაძეს - კანონს მიღმა ხართ, ოღონდ კანონისა და ჩინოვნიკის სახელით

ფაქტობრივად კანონს მიღმა ხართ, ოღონდ კანონისა და ჩინოვნიკის სახელით,-ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რატომ არ დადგა ზურაბ ადეიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ შესაბამისი სამართლებრივი განაჩენი და არ მოხდა მათი ექსტრადიცია.

„ამერიკაზე გვესაუბრებოდით, წარმოიდგინეთ, გენერალურმა პროკურორმა დახურა მაგალითად "შელის საქმე" და შელის კონსულტანტად აღმოჩნდა? აწევდნენ ჰაერში. როგორც კონგრესი აწევდა ჰაერში, ასევე FBI, თუ სხვადასხვა მონაწილეები. კლასიკური კორუფციული სქემაა. თქვენ ეს არ გესმით, ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნიათ. თქვენი მაგალითი ძალიან ჰგავს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაში, ჩინურ დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. ანუ, რა ხდება, თავშესაფარი მოგცეს?! იქ გაგამწესეს, არ დაგტოვეს უკმაყოფილო ეს ადამიანები თუ კათარზისი გაიარეთ „სილქნეტში“?. არ არის სწორი, არ არის ეს ეთიკა. ამ მენტალიტეტთან საბრძოლველად ათასი კანონი გვაქვს, გამოდის, რომ ფაქტობრივად კანონს მიღმა ხართ, ოღონდ კანონისა და ჩინოვნიკის სახელით.

მეორე კითხვა დაგისვით, რომელზეც პასუხი არ გამეცით. ამაყობდით , ამდენ კაცზე საქმე აღვძარი, აღვძარიო. შედეგი რა არის? სად არის ადეიშვილი, მითხარით აბა, გეტყვით, კიევი-ბუდაპეშტი ამ ორ ქალაქს შორის დაფრინავს. სად არის მეგის ქარდავა? რატომ ვერ ჩამოიყვანეთ, ხომ იყო უკრაინაში დაპატიმრებული. ხომ ჩვენი პარტნიორები არიან, რატომ ვერ შეძელით ექსტრადიცია. საბერძნეთიდან ვერ განახორციელეთ ექსტრადიცია. ადამიანი ყოველდღე გამოდის და რევოლუციის მოწყობით გვემუქრება, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეა. ამ ადამიანების წინაშე განაჩენი რატომ ვერ დადგა?!“,-მიმართა გოგიჩაიშვილმა შოთაძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო