საფრანგეთის ელჩი - მხარს ვუჭერთ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ითანამშრომლოს, რათა მომავალი არჩევნების საუკეთესოდ ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი ​

მომავალი არჩევნებისთვის ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ, ევროპულ სტანდარტებს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და შესაძლებელი გახდება არჩევნების შესაძლო, საუკეთესო ვარიანტით ჩატარება“.

„მე არ მსურს, რომ პირდაპირ რეჟიმში გავაკეთო კომენტარი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხებზე. თუმცა, პირველ რიგში გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ მომავალი არჩევნების უმაღლესი ევროპული სტანდარტებით ჩატარებას. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და შესაძლებელი გახდება არჩევნების შესაძლო საუკეთესო ვარიანტით ჩატარება. ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის მხარს ვუჭერთ ძლიერ ევროპულ სტანდარტებს. რაც შეიძლება საუკეთესო გაგება პოლიტიკურ ძალებს შორის კარგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას. ზოგადად კი, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი არჩევნების საუკეთესოდ ჩატარება“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს