ვახტანგ ბუცხრიკიძე - მოლოდინი გვაქვს, რომ იპოთეკური სესხების დაფინანსება საბანკო სექტორის მიერ 2020 წელს გაიზრდება

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციები მარტიდან შეიცვლება.

მისივე თქმით, 2020 წელს იპოთეკური სესხების გაცემაც გაიზრდება.

“ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მარტში იქნება ცვლილებები. ეს შეეხება ძირითადად ფიზიკური პირების რეგულაციებს და აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ იპოთეკური სესხების დაფინანსება საბანკო სექტორის მიერ 2020 წელს გაიზრდება 2019 წელთან შედარებით. ამავე დროს, ამ ახალი რეგულაციებით ტრენდი შეიცვლება სამომხმარებლო სესხების და წელს, უფრო მეტი მოცულობების გაცემა იქნება, ვიდრე იყო 2019 წელს. ჩვენ ბოლო სამი თვე ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ, ფაქტობრივად ყველაფერი დაზუსტებულია და ახლა ტექნიკურ დეტალებზე მიდის საუბარი”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ვალდებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს. ამასთან, დაწესდა სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრები შემოსავლებთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა