„ჯივიპი“, დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე  გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. აღნიშნულ მონაკვეთზე 0.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი შეიცვალა. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ჯივიპიმ“ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი ხვალ, 18 თებერვალს გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 18 თებერვალს დილის 10:00 საათიდან 19 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის გამზირს, ფალიაშვილის ქუჩის ნაწილს, აბაშიძის, ყიფშიძის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge. „ჯივიპი“ შექმნილი დისკომფორტისთვის, ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა