არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუსმენენ. არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

რეგლამენტის მე-19 მუხლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ახალი რეგლამენტით დაინერგა. პირველად ყოველწლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარსდგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში