აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს.

მმართველი პარტიის წევრებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების ხმაურის ფონზე უწევთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, "სირცხვილის კორიდორი" მოაწყეს პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესის მიმართ, სადაც კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის „სირცხვილის კორიდორი“ იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც ივანიშვილის დავალებით ახლა, აქ მოვლენ, მწვანე ღილაკს ხელს დააჭერენ და ირაკლი შოთაძეს აირჩევენ. ივანიშვილს უნდა, ხალხს აჩვენოს, რომ ისე იქცევა, როგორც მას უნდა და არ აინტერესებს საზოგადოენბს განწყობა" , - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა