მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძემ გახსნა სააკაშვილის და გელაშვილის საქმე, ამას ვერ პატიობენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. თუმცა, მისივე თქმით, მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა.

მდინარაძის თქმით, ანგარიშის წარდგენას მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„რას აკეთებდა პარლამენტი 2019 წელს მოისმენს ქართული საზოგადოება. 400-ზე მეტი კანონი მიიღო პარლამენტმა 2019 წელს. რაზეც ჩვენი ოპონენტები არ საუბრობენ. რაც შეეხება ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მან გახსნა მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები. ასევე გელაშვილის საქმე. სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. მათ ჰყავდათ ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი გენერალური პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანის დასჯასა და ქონების წართმევაზე და ა.შ. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო