გიგა ბოკერიას განცხადებით, აპირებენ, რომ მსვლელობით ქუჩის მხრიდან მიუახლოვდნენ ბიუროს ოთახს და ამ პერფორმანსის შემდეგ აქცია დასრულდება

ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, ისინი აპირებენ, რომ მსვლელობით, ქუჩის მხრიდან მიუახლოვდნენ პარლამენტის ბიუროს ოთახს და ამ პერფორმანსის შემდეგ დღევანდელი აქცია დასრულდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტს გამოხატავენ დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ. აქციის მონაწილეების თქმით, ირაკლი შოთაძეს, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვს მორალური უფლება ხელმეორედ დაინიშნოს გენერალურ პროკურორად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა