მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა

ირაკლი შოთაძეს რომ ეკადრებინა და საერთოდ არ ვყოფილვარო რომ ეთქვა, მხოლოდ ის კაცი შეეწინააღმდეგებოდა, რომელმაც თქვა, 17 მილიონი გამოვართვი ჩემს მეგობარს და წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩემი ბანკიდან ჰქონდა გატანილიო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც ივანიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე შოთაძის დასწრების საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის „გულწრფელობა ახალი სპეკულაციებით დაისაჯა“.

„რა თქმა უნდა, ყველა წარმატებული კომპანია დაინტერესებულია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს თავის კომპანიაში იურისტად. ეს ხდება ყველა ქვეყანაში: შტატებში, დასავლეთში. ამით შექმნეს აპოკალიფსი ორი დღეა. მეორე შემთხვევაში, ირაკლი შოთაძეს შეეძლო ეთქვა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით და ერთადერთი მამუკა ხაზარაძე იქნებოდა სხვა ვერსიის ავტორი, ხაზარაძე, რომელიც თვეების განმავლობაში გვიმტკიცებს, რომ ისე გამოართვა თავის მეგობარს 17 მილიონი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი ბანკიდან თუ ჰქონდა გამოტანილი - ამ ვერსიის ავტორი იქნებოდა მეორე მხარე. ირაკლი შოთაძეს რომ ეკადრებინა და საერთოდ არ ვყოფილვარო ეთქვა, სხვა არავინ შეეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ ის კაცი შეეწინააღმდეგებოდა - არა, ესწრებოდაო, რომელმაც თქვა, 17 მილიონი გამოვართვი ჩემს მეგობარს, წარმოდგენა არ მქონდა, რომ იმ დღეს ეს 17 მილიონი ჩემი ბანკიდან ჰქონდა გატანილიო. გულწრფელად თქვა, რომ შევესწარი, ვიყავი პირად საქმეზე მისული და ეს გულწრფელობა დაისაჯა ახალი სპეკულაციებით, თურმე გულწრფელობა ისჯება სპეკულაციებით, ამას უნდა შევეგუოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებელ ბოიკოტს, ამას მდინარაძე პოლიტიკური ურთიერთობის ახალ სტილს უწოდებს.

„ახალი სტილი მივიღეთ პოლიტიკური ურთიერთობის. შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენელს და რა თქმა უნდა, შეუძლია, უბრალოდ, გზაზე მივუთითებ, რა გზა აირჩიეს, გამოაცხადოს ბოიკოტი, მერე ერთი 15-წუთიანი განცხადება გააკეთოს, პასუხი არ მოისმინოს, წინა დღესთან დაკავშირებით არგუმენტები თქვას, რომელზეც პასუხები მოსმენილი აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა