ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით, მოკვლევის ჯგუფის შექმნის წინადადება დააყენა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოკვლევის ჯგუფის შექმნის წინადადება დააყენა, რომელიც გამოიკვლევს რა ურთიერთობებში იმყოფება ირაკლი შოთაძე „სილქ ჯგუფის“ დამფუძნებლებთან და ასევე იმას, თუ როგორ აღმოჩნდა მთავარი პროკურორი, გოგიჩაიშვილის თქმით, ორი ადამიანის საქმის გარჩევაზე.

„სად გაგონილა, რომ ორი ადამიანის საქმის გარჩევას ესწრებოდეს მთავარი პროკურორი და რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ, რომ ადამიანმა, რომელმაც დაიწყო „სილქ ჯგუფის“ წინააღმდეგ საქმის გამოძიება, მერე თვითონ დახურა და მერე აღმოჩნდა კონსულტანტი. მე მოვითხოვ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ გვყოფნის მართლა ინსიტუციური გამბედაობა პარლამენტს, გავაკეთოთ ორივე ფაქტის მოკვლევის ჯგუფი. ვფიქრობ, ეს არის პარლამენტის გასაკეთებელი საქმე იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა გაგვექცეს ხელიდან პროცესი. პარლამენტს შეუძლია დღეს ქვეყანაში რეალურად პროცესი დაიჭიროს იმიტომ, რომ პარლამენტის ინსტიტუცია არის ყველაზე ლეგიტიმური ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანო და დემოკრატიის გარანტი ამ ქვეყანაში და კითხვის ნიშნები რომ არ იყოს მომავალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით, მის შესაძლო, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან, ამისთვის შევქმნათ მოკვლევის ჯგუფები, კონკრეტულად ამ საკითხებთან დაკავშირებით და გამოვკითხოთ ყველა ის მონაწილე. ეს კითხვები ვიდრე არსებობს, ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ამ პროცესში. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო