პროფკავშირების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე „ფრონტერას" უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

„ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს. თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა.

ადგილზე იმყოფებიან და პროტესტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)