მამუკა მდინარაძე - ერთმანეთში ვერ რიგდებიან და რევოლუციურ სცენარს ავითარებენ - ერთ მომიტინგეზე 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც აშშ და ევროპელი პარტნიორები, ასევე მმართველი პარტია დღემდე ელოდება ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებას. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მათ დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

"თუმცა მათ, როგორც ჩანს, ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული. ვერ რიგდებიან ერთმანეთში, ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს. გარეთ როცა მართავენ აქციებს, თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თავებს ვიღაცა ითვლის და მართლაც ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ ილუზიის შექმნა რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც „ქართულ ოცნებას", ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ მის გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯზე. ჩვენ დაველოდოთ არჩევნებს, სადაც თუ ძალაში დარჩა 73 /77, უდიდესი ალბათობით მიიღებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტიუციო უმრავლესობას", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს